გავრეცხოთ ბოსტნეული, მოვხარშოთ კვერცხი. ჭინჭარი ჩავდოთ ღრმა ჯამში და დავასხათ ადუღებული წყალი. დავტოვოთ რამოდენიმე წუთი, გადავწუროთ და წვრილად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ კვერცხი. ასევე წვრილად დავკეპოთ კომბოსტო. კიტრი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. შევურიოთ ერთმანეთს ყველა კომპონენტი. მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ბარდა და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით! წყარო: www.deda.ge