შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კარდამონიავთქვიფოთ კარაქი, დაახლოებით 3 წუთი, შემდეგ დავამატოთ შაქარი და კიდევ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავამატოთ ზეთი, ცედრა და ვანილი. ავთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე.ფქვილი ჩავამატოთ კარაქში და გადავურიოთ.საშუალო ზომის ფორმას (20*20 სმ) წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. გადავიტანოთ ცომი და დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ქლიავები, გაჭრილი მხარე ზემოთ. ცხვება 180 გრადუსზე, 40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. 15 წუთი ფორმაშივე დავტოვოთ, შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ.