წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ქათმის გულ-მკერდი შეკმაზეთ ნივრითა და თქვენთვის სასურველი სანელებლებით და შეწვით. მოხარშეთ პენე პასტა და გადაწურეთ. გააცხელეთ ტაფა და კარაქში მოთუშეთ ხახვი,ნიორი და დაჭრილი მწვანე ხახვი. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ქათმის გულ-მკერდი,ნაღები , მარილი,პილპილი და აურიეთ კარგად. ამასობაში პენე პასტას დაუმატეთ ყველაფერი,რაც ტაფაზეა, სიმინდის მარცვლები,ბულგარული წიწაკა და აურიეთ კარგად. ზემოდან უნდა მოაყაროთ გახეხილი ჩედარის ყველი. გემრიელად მიირთვით!