ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩაყარეთ მარილი, შაქარი. კარგად მოურიეთ და დადგით ცეცხლზე. წამოადუღეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ კი გააგრილეთ. საზამთრო კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა, თანაბარი ზომის ნაჭრებად. ჩაალაგეთ ქილაში და დაასხით მომზადებული სითხე. ქილა კარგად დახუფეთ და გაახვიეთ ტილოში, რომ სითბო შეინარჩუნოს. სრული გაციების შემდეგ ქილა ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ, სტუმრების მოსვლამდე