მშრალი ინგრედიენტები (შაქარი, ფქვილი და კაკაო) ერთმანეთს შევურიოთ. დავასხათ რძე და კარგად ამოვურიოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. დუღილს რომ დაიწყებს, დავუწიოთ და მორევა გავაგრძელოთ. ამის შემდეგ, დაახლოებით, 20 წუთი მოგიწევთ მორევა. მასა გასქელდება და სასურველი კონსისტენციის გახდება. მასა რომ მოიხარშება (ფქვილის მოხარშვას ხომ დრო სჭირდება), დავუმატოთ კარაქი, მარილი და ვანილი. კარაქი რომ გალღვება, კიდევ ერთხელ კარგად ამოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცოტა ხანს აცადეთ შეგრილება. თბილი რომ იქნება, საცერზე გადმოიტანეთ. საცერში გატარებული მასა უფრო ჰაეროვანი იქნება. გადაანაწილეთ ჯამებში ან ნაყინის ჭიქებში. რომ გაგრილდება, შედგით მაცივარში, სულ მცირე, 4 საათით. გემრიელად მიირთვით!