ავგოლემონო - Αυγολέμονο - Avgolemono
ავგოლემონო - Αυγολέμονο - Avgolemono
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათამი (მთლიანი) - 1300 გრ.
  • თეთრი ბრინჯი (გრძელი) - 2 ჭიქა
  • ქათმის კვერცხი (მოზრდილი ზომის) - 3 ცალი
  • ლიმონი (მოზრდილი ზომის) - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ლიმონი (მოზრდილი ზომის) - 2 ცალი
  • პრასი - 2 კონა
  • მწვანილი: კამა, ოხრახუში, ნიახური - თითო კონა
  • ლიმონი (მოზრდილი ზომის) - 2 ცალი
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • ყავისფერი შაქარი - 2 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი ქვაბში ვათავსებთ 1300 გრ. ქათამს, 1 თავ ხახვს, 2 ცალ სტაფილოს, 2 კონა პრასს და დაფნის 2 ფოთოლს. ვასხამთ ცივ წყალს, ისე რომ ქათამი და ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს და ვდგამთ ცეცხლზე. როდესაც წყალი წამოდუღდება, ვამატებთ 1 კონა ნიახურს, ვაფარებთ თავსაფარს და ვაგრძელებთ ხარშვას. დრო და დრო ვაშოროთ ქაფს. ქათმის მოხარშვის შემდეგ, ბულიონი გადაგვაქვს საწურით სხვა ქვაბში და ვათავსებთ ცეცხლზე. წამოდუღებისას, ბულიონს ვამატებთ ნახევარ ჩაის ჭიქა თეთრ ბრინჯს და ვაგრძელებთ ხარშვას. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, ქვაბში ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქათმის ხორცს და ვაგრძელებთ ხარშვას. სანამ ბულიონი იხარშება, ვიღებთ 3 ცალ ქათმის კვერცხს, ვუმატებთ თითო კონა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს და კამას, 2 ჩ/კ შაქარს და 2 ცალი ლიმნის ახლადგამოწურულ წვენს და კარგად ვთქვიფავთ. ბულიონის წამოდუღებისას, რამდენიმე სუფრის კოვზ ბულიონს გადავიტანთ ნელ-ნელა ჩვენს მიერ მომზადებულ ათქვეფილ კვერცხთან და განვაგრძობთ ავთქვეფას (ეს იმისთვის, რომ ბულიონი არ აიჭრას). ამის შემდეგ ათქვეფილი კვერცხის და ბულიონის მასა ნელ-ნელა ჩავამატოთ ქვაბში და ვურიოთ. დავამატოთ ლიმნის ცოტაოდენი ცედრა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ვადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში და თან ვურიოთ.
ავტორი:
სახელი გვარი
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 197