ხაჭოს ხელით ან ჩანგლით კარგად დავსრისოთ. დავამატოთ ორი კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი. ინგრედიენტები კვლავ ხელით შევურიოთ ერთმანეთს. მასას დავამატოთ ფქვილი და ხის ან სილიკონის კოვზით ამოვურიოთ. ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები და ოლადების ფორმა მივცეთ. ტაფაზე ზეთი დავასხათ და გამოვაცხოთ ოლადები ორივე მხრიდან 5–5 წუთით. ხშირად გადავატრიალოთ, რომ არ დაიწვას.