წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, ხაჭო, მწვანილები. შემდეგ – რძე, არაჟანი და მარილი გემოვნებით. პურის ფენა დააფინეთ მაგიდაზე და გადაუსვით მომზადებული შიგთავსი მხოლოდ 1/3 ნაწილზე. ასე გაიმეორეთ პურის დანარჩენ ფენებზეც. გადაახვიეთ, როგორც ფოტოზეა მოცემული. გამოსაცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და დაალაგეთ პურის შიგთავსიანი ფენები. შიგთავსი თავზეც მოასხით. გამოაცხვეთ 210 გრადუსზე, დაახლოებით, 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად არ დაიბრაწება. ბოლოს გააგრილეთ, გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!