ქლიავი გარეცხეთ და კურკა გამოაცალეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი. შაქარი რომ გალღვება და სიროფი დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ ქლიავი და კარგად ამოურიეთ. დააყოვნეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. ქლიავი ცალკე ჯამზე გადმოიტანეთ, სიროფი კი ცეცხლზე დააბრუნეთ და სანამ არ გასქელდება, განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გააცივეთ. სიროფში ქლიავი დააბრუნეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. ეს პროცესი(ქლიავისა და სიროფის თავიდან ადუღება) რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ (3–ჯერ, სულ მცირე). ბოლო ადუღების დროს სიროფში დაუმატეთ ლიმონმჟავა. ბოლოს ქლიავი გადმოიტანეთ ხის ზედაპირზე ან ქაღალდზე და გააგრილეთ.