ყველის წვნიანი ქათმის ხორცით
ყველის წვნიანი ქათმის ხორცით
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გ
  • კრემ-ყველი - 200 გ
  • კარტოფილი - 400 გ
  • ხახვი - 150 გ
  • სტაფილო - 180 გ
  • კარაქი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
  • სასურველი მწვანილი - გემოვნებით
  • დაფნა - 3 ფოთოლი
  • სუხარიკები - გემოვნებით
  • შავი პილპილის მარცვლები - 3 ცალი
მომზადების წესები

 

1. 3 ლიტრიან ქვაბში მოხარშეთ. როგორც კი დუღილს დაიწყებს. დაუმატეთ 1 ს/კ მარილი,სანელებლები,შავი პილპილის მარცვლები და 2-3 ფოთოლი დაფნა. 20 წუთი ადუღეთ,შემდეგ კი ამოიღეთ ხორცი.

2. კარტოფილი და ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად, სტაფილო კი გახეხეთ. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით,რაც შეეხება კრემ - ყველს,შეგიძლიათ გახეხოთ ან პატარა კუბებად დაჭრათ.

3. კარტოფილი დაუმატეთ ადუღებულ ბულიონს და ადუღეთ 5-6 წუთი.

4.ამასობაში, ტაფაზე  ( კარაქში) მოთუშეთ ხახვი და სტაფილო,ცოტა მარილი და პილპილიც დაუმატეთ. ეს მასა კი დაუმატეთ წვნიანს და ადუღეთ კიდევ 5-6 წუთი.

5.ამის შემდეგ ვუმატებთ დაჭრილ ხორცს,ვაჩერებთ 3-4 წუთი და ვუმატებთ კრემ-ყველს,კარგად ვურიოთ და მზადაა. 

6.შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი და მიირთვათ სუხარიკებთან ერთად.

 

ტეგები:
წვნიანი სუპი ნანახია: 74