ლეღვი კარგად გარეცხეთ. გააცალეთ კანი და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ (ან ხელით დაჭყლიტეთ). წყლისა და შაქრისგან სიროფი მოამზადეთ. მასა რომ ადუღდება, ჩაყარეთ ლეღვი და ხარშვა ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ, სანამ წყალი სრულად არ დაშრება (ამას 1–დან 2 საათამდე დრო დასჭირდება). პერიოდულად მოურიეთ, რომ ქვაბმა ლეღვი არ მიიკრას. მომზადებული მასა კარგად გააგრილეთ. შემდეგ ხის დაფაზე გადაანაწილეთ და მზეზე გამოაშრეთ. მომზადებული ტყლაპი გადაკეცეთ ან გადაახვიეთ და მშრალ ადგილას მოათავსეთ. სასურველია ტყლაპის ქაღალდში გახვევა და ნაჭრის პარკში მოთავსება.