„ალაჰურაი“ – ასე უწოდებენ ლეღვის ტყლაპს აფხაზეთში, რომელიც არამხოლოდ გემოს, არამედ მისი სასარგებლო თვისებების გამო უყვართ. წამოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც მკითხველმა გაგვიზიარა.
ლეღვი კარგად გარეცხეთ. გააცალეთ კანი და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ (ან ხელით დაჭყლიტეთ).
წყლისა და შაქრისგან სიროფი მოამზადეთ. მასა რომ ადუღდება, ჩაყარეთ ლეღვი და ხარშვა ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ, სანამ წყალი სრულად არ დაშრება (ამას 1–დან 2 საათამდე დრო დასჭირდება). პერიოდულად მოურიეთ, რომ ქვაბმა ლეღვი არ მიიკრას.
მომზადებული მასა კარგად გააგრილეთ. შემდეგ ხის დაფაზე გადაანაწილეთ და მზეზე გამოაშრეთ.
მომზადებული ტყლაპი გადაკეცეთ ან გადაახვიეთ და მშრალ ადგილას მოათავსეთ. სასურველია ტყლაპის ქაღალდში გახვევა და ნაჭრის პარკში მოთავსება.