ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი. ცალკე თასში მიქსერით გათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად. რომ გათეთრდება, სიჩქარეს დაუწიეთ და კვერცხი, არაჟანი და ვანილი შეათქვიფეთ. ამ მასას ნელ–ნელა დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და რამდენიმე წუთით კიდევ ურიეთ. ცომი შვიდ ტოლ ნაწილად დაყავით და წრიულად გააბრტყელეთ. საცხობ ფორმაზე გამოსაცხობი ქაღალდი მოათავსეთ და დადეთ ცომის ერთი ფენა. აცხვეთ 6–7 წუთის განმავლობაში. სანამ ნამცხვრის ფირფიტები გაგრილდება, კრემი მოამზადეთ. თქვიფეთ კარაქი მაღალ სიჩქარეზე, სანამ ფერს არ შეიცვლის და ფუმფულა არ გახდება. შემდეგ შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე, ვანილი და რომი. დაკრემეთ ფირფიტები. გააფორმეთ შოკოლადით. დააყოვნეთ 7–10 საათის განმავლობაში და მიირთვით.