1) დაჭერით ხახვი კუბებად. გააცხხელეთ ტაფა,მოასხით ზეთი და დააყარეთ ხახვი. 2)ნიახური დაჭერით წვრილად 3) ხახვს დაუმატეთ ფარში და ნიახური და ურიეთ,მანამ ,სანამ ფერს არ შეიცვლის. ცეცხლს კარგად აუწიეთ,რათა ფარში დაიბრაწოს. 4) ამის შემდეგ, დაუმატეთ 150 მლ რძე,ტაფას თავზე არ დაახუროთ. 5 წუთში დაუმატეთ მარილი,გემოვნებით. 5) ახლა ვამატებთ წითელ ღვინოს და ვაჩერებთ 10 წუთი. არ დაგავიწყდეთ სუნელები. 6) გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ,რომ გაცივდეს. 7)ამასობაში,გაასუფთავეთ კიტრი და დაჭერით გრძლად. 8) სოუსისთვის: შეურიეთ 40 მლ რძე და არაჟანი,დაუმატეთ ადღვებილი (მარილიანი) კვერცხი და ურიეთ კარგად. 9)ლავაში დაჭერით საცხობი ფორმის სიგრძეზე,ისე,როგორც ფოტოზეა მოცემული. ჯამში უნდა იყოს 10 ცალი. 10) მოათავსეთ ლავაშზე ფარშის გულსართი და კიტრი.ზემოდან კი გადაუსვით სოუსი. 11) დაბრაწეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.