წიწაკის რულეტები ნიგვზით
წიწაკის რულეტები ნიგვზით
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბროწეულის მარცვლები
  • მარილი
  • წყალი - 60 მლ
  • ქინძი - 1 კონა
  • აჯიკა - 1/2 ჩ.კ
  • ნიგოზი, გატარებული - 200 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • ზეთი - 2 ს.კ
მომზადების წესები
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე 4-5 ნაჭრად დავჭრათ. დავასხათ მდურარე წყალი და გავაჩეროთ 2 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და გავაშროთ ხელსახოცით.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ორივე მხრიდან შევწვათ წიწაკის ნაჭრები. დავალაგოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. გაცივების შემდეგ კანი გავაცალოთ.

მოვამზადოთ გულსართი: შევურიოთ  ერთმანეთს ნიგოზი, აჯიკა, დაჭრილი ქინძი, წყალი და ავურიოთ. თუ საჭიროა, დავამატოთ მარილიც.

დავადოთ გული წიწაკის ნაჭრებს და გადავახვიოთ.მოვრთოთ ბროწეულით და ქინძის ფოთლებით.
ტეგები:
წიწაკა ნიგოზი ქინძი აჯიკა ნანახია: 29366