მოვხარშოთ ხორცის პილმენი მარილიან წყალში არა სრულ მომზადებამდე, არამედ 1 წამოდუღებამდე. ცალკე მოვამზადოთ სოუსი: 3 თავი ხახვი დავკეპოთ წვრილად და კარაქთან ერთად ჩავხრაკოთ შეწითლებამდე. 1 ჭიქა მდუღარე წყალში ნელ-ნელა გავხსნათ არაჟანი, ყველი დავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ავიღოთ ქოთანი ჩავასხათ ცოტა არაჟნიანი წყალი, ჩავყაროთ 1 ფენა პილმენი, მოვაყაროთ ყველი მოხრაკული ხახვი, დავასხათ კიდევ ცოდა არაჟნიანი წყალი, გავიმეოროთ იგივე 2-ჯერ. ქოთანი უნდა იყოს ნახევარზე ოდნავ მეტი სისავსის. ქოთანს თავზე დავახუროთ ცომის თხელი ფენა და გადავუსვათ თხლათ ათქვეფილი კვერცხი. შევდგათ ქოთანი წინასწარ 180 გრ-მდე გახურებულ ქურაში 45 -50 წუთი. მარილი და პილპილი დავამატოთ მომზადების შემდეგ გემოვნებით. ცომი: პილმენის მორჩენილი ჩვეულებრივი ცომი. წყარო: Pirveli Magazine/ჟურნალი პირველი კულინარი