დაჭერით კუბებად ლორი და მდნარი ყველი. ასევე,დაჭერით მწვანილები. პომიდორს ამოაცალეთ გული და მოათავსეთ მასში ლორი,ყველი და მწვანილები. ზემოდან დაახალეთ კვერცხი. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ თავზე გახეხილი მაგარი სახეობის ყველი მოაყარეთ და კვლავ შედგით 5 წუთით. კერძი მზადაა,გემრიელად მიირთვით!