ფენოვანი ცომი საბაზისო ფქვილის მასისა და კარაქის რამდენიმე ფენისგან შედგება. ფენების მონაცვლეობისა და ზოგადად, კარაქის ფენის მიზანია წყლის აორთქლების შენარჩუნება, რასაც საბოლოოდ ამოყავს ცომი. საბაზისო ფქვილის მასის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ცივი წყალი, ფქვილი და მარილი. ცივი ინგრედიენტების გამოყენებისას ცომი უფრო დამყოლია. საფუძვლიანად მოზელის შემდეგ, თანაბრად გადააანაწილეთ კარაქი შრეებს შორის ხრაშუნა ცომის მისაღებად. რაც შეეხება მოცულობას, კარგი ფენოვანი ცომის საერთო მოცულობის 30-40% კარაქი უნდა იყოს. კარაქის რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მარტივად და კარგად გაბრტყელდება, რამდენად კარგად გამოცხვება და როგორი შეფერილობისა და გემოვნური თვისებების მქონე იქნება ის. რაც უფრო ნაკლებია კარაქი, მით უფრო ნაკლებად ხრაშუნა და მკრთალი ფერისაა გამომცხავრი ცომი. დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურასაც. ცომში შეზელის დროს კარაქის იდეალური ტემპერატურა 8-10 გრადუსია. ძალიან დარბილებული კარაქი ცომს არ შეეზილება და გვერდებიდან შეიძლება გადმოვიდეს კიდეც. ზედმეტად გაყინული კარაქი კი დაიმტვრევა და ვერ მოხდება მისი სრულად შეზელვა. მას შემდეგ რაც, საჭირო ტემპერატურისა და რაოდენობის კარაქს მოიმარაგებთ, გააბრტყელეთ საბაზისო ფქვილის მასა ისე, რომ კვადრატის ფორმა მიიღოთ. დაადეთ კარაქი და ცომი ზემოდან კონვერტისებურად შეკარით. გააბრტყელეთ ისე, რომ ცომისა და კარაქის თანაბარი ფენები მიიღოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის იდეალური სისქე 10 მმია. ძალიან თხლად თუ გააბრტყელებთ, კარაქი გვერდებიდან შეიძლება გადმოვიდეს. მიღებული ოთხკუთხედი ცომი ოთხ ფენად გადაკეცეთ და კვლავ გააბრტყელეთ. შემდეგ ისევ 4 ფენად დაკეცეთ, გადააკარით საკონდიტრო ცელოფანი და მაცივარში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეინახეთ. ეს უზრუნველყოფს ცომის მარტივად გაბრტყელებას და ფენების ჰაეროვნებას. კვლავ გაბრტყელებისა და ოთხად გადაკეცვის შემდეგ მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში. უმჯობესია, თუ მთელი ღამით დატოვებთ. თუ ფენოვანი ნამცხვრების გაკეთება გსურთ, მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი თხლად, დაახლოებით 4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. დაჭერით კუბიკებად და გააფორმეთ ჯემით, ხილით ან შოკოლადით. მიღებული ნაჭრები გამოაცხვეთ 220-230 გრადუსზე 15-18 წუთის განმავლობაში. საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია ხარისხიანი კარაქის შერჩევა და დოზირების ზუსტი დაცვა. ზოგადად, კარაქი არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც ცხობისას გამოიყენება სხვადასხვა გზით. ის მოქმედებს ცომის ტექსტურაზე, სიფაფუკეზე და სიხრაშუნეზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის საჭმელს უფრო მეტად გემრიელს ხდის. ცხობისთვის იდეალურია კარაქი „ვალიო“, რომელსაც საკონდიტრო ინდუსტრიის პროფესიონალები აქტიურად იყენებენ მისი კონსისტენციის, დამყოლობისა და განსაკუთრებული გემოს გამო. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი არჩევის დროს არის მუდმივად გაკონტროლებული მაღალი ხარისხი. ჩრდილოეთის კლიმატი, კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და პირუტყვის მოვლის განსაკუთრებული ხერხები ევროპაში ყველაზე სუფთა რძის წარმოების გარანტია.