1) მოვხარშოთ ბრინჯი მარილწყალში კარგად, წყალი გადავწუროთ, დავუმატოთ შავი პილპილი და ადღვებილი კვერცხი.ავზილოთ კარგად. 2) ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ფარში ხახვთან ერთად, დავუმატოთ სოკო, ტომატი, მარილი, შავი პილპილი და წყალი. ვშუშოთ კარგად. ბოლოს დავუმატოთ ყველი, ავურიოთ და გავაცივოთ. 3)ცალკე თეფშზე გაამზადეთ გქვილი, საფანელი და კვერცხვი. 4) შემდეგ ავიღოთ ბრინჯი (ხელი დავისველოთ წყლით) გავაკეთოთ პატარა ბურთულები, შემდეგ სათითაოდ ავიღოთ, თითით გავუკეთოთ სიღრმე რომ ჩავყაროთ გულსართი, მოვუკრათ ნელ-ნელა თავი. ე.ი. შევკრათ და მივცეთ ოვალური ან მრგვალი ფორმა. 5) ამოვავლოთ პირველად ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს სუხარის ფქვილში. დავდოთ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ. 6) ბოლოს დავწრიტოთ ქაღალდ დაფენილ საინზე რათა ზედმეტი ზეთი მოსცილდეს.