ნაბიჯი 1: ბურგერის ხორცის მომზადება 170 გრ. საქონლის ფარშს ვუმატებთ 30 გრ. რაჭული ლორის ცხიმს, 30 გრ. დაკეპილ რაჭულ ლორს, მარილსა და პილპილს (გემოვნებით). ვურევთ კარგად, ვზელთ და ვწვავთ. ნაბიჯი 2: სოუსის მომზადება შებოლილ, დახეხილ სულგუნს (50გრ.) ვუმატებთ 20%-იან (50გრ.) ნაღებს, გახეხილ ჩედარს (100გრ.). ვასხამთ ტაფაში, ვდგამთ დაბალ ცეცხლზე და ვურევთ ერთგვაროვან მასამდე. ნაბიჯი 3: ბადრიჯნის რგოლების მომზადება ბადრიჯანს ვჭრით რგოლებად. შუაგული ამოვუღოთ, ვავლებთ ფქვილში, კვერცხსა და პანკოში, ვწვავთ ფრიწიურში ან ბევრ ზეთში ტაფაზე. ვაწყობთ თეფშზე, ამ რგოლებს ვუსვამთ შაქარს, მარილს, პილპილს, ზეითუნის ზეთს, ძმარს და ვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს. ნაბიჯი 4: ბურგერის პურის მომზადება ვჭრით შოთის პურს დიდ, მრგვალ ფორმაზე. ტაფაზე ვდებთ კარაქსა და დაჭყლეტილ ნიორს, ცოტა მარილს და ვწვავთ დაჭრილი პურის ძირებს. ნაბიჯი 5: სერვირება დავალაგოთ თანმიმდევრობით: პური, რუკოლა, ხორცი, ყველის სოუსი, ბადრიჯნის რგოლები, ისევ ყველის სოუსი. პურის თავი დავდოთ გვერდით, გაფორმებისთვის. გემრიელად მიირთვით!