ნაბიჯი 1: ყურზნის წვენის მომზადება: ვაბლენდერებთ ყურძენს და ვწურავთ ყურძნის წვენს. ნაბიჯი 2: ყურძნის წვენის სქელი მასის მომზადება: ვახურებთ ღუმელს 180 *- ზე, ვდგამთ ორ ქვაბს,ორივეში ვასხამთ ყურძნის წვენს, ვამატებღ თაფლს, ყურძნის ძმარს, როზმარინს და ვაცდით დაწევას.ბოლოს ვასქელებთ სახამებლით, მეორეში ვუმატებთ დარიჩინს, წიწაკასა და აგარ-აგარს. ადუღებისთანავე ვასხამთ ფორმაში ნიგოზთან ერთად და ვდგამთ საყინულეში 30 წთ. ნაბიჯი 3: მჭადის მომზადება: ვზელთ მჭადის ფქვილს ბორჯომით, უცხო სუნელითა და სვანური მარილით, (ვანაწილებთ გამოსაცხობ ქაღალდზე და ვაცხობთ ღუმელში 10 წთ.) ნაბიჯი 4: გუდის ყველის მომზადება: ვხეხავთ გუდის ყველს და ვაჩოპერებთ კაიმაღთან ერთად. ნაბიჯი 5: ვაზის ფოთლის მომზადება: ვდგამთ ზეთს და ვწვავთ ვაზის ფოთოლს, (ვიღებთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ზეთი შეაშრეს და ვაყრით მარილს). ნაბიჯი 6: ბატკნის ხორცის მომზადება: ვამზადებთ ბატკანს და ვსრესავთ კანს, ვამუშავებთ მარილითა და პილპილით, ვდებთ გახურებულ ტაფაზე და ვიწყებთ შეწვას ცხიმის მხრიდან.(დაბალ ცეცხლზე). ვიღებთ მჭადს და ვჭრით ფორმებად. ნაბიჯი 8: ყურძნის სლაისებისთვის მარინადის მომზადება: ყურძნის სლაისებს ვჭრით და ვამარინადებთ შემდეგ ნარევში; 100 გრ. ყურძნის ძმარს ვურევთ 200გრ. შაქარსა და 300 გრ. წყალს, ვადუღებთ. (შემდეგ, ოდნავ ვაციებთ და ვათავსებთ ყურძნებს შიგნით). ნაბიჯი 9:როზმარინის მომზადება: სოუსიდან ვიღებთ როზმარინს და ვასქელებთ სახამებლით. ნაბიჯი10: ბატკნის ხორცის საბოლოო მომზადება: ბატკანს ვასრულებთ ღუმელში (2 წთ.), ვასვენებთ 10 წთ. და ვჭრით გვერდულად. ნაბიჯი11:ვიღებთ ყველა ელემენტს და ვიწყებთ ფლეითინგს. სერვირება: თეფშზე ვუსვამთ სოუსს (ხაზად), შემდეგ ორი ყურძნის ჟელეს თავზე ვარჭობთ მჭადს , შუაში-გუდის ყველსა და ვაზის ფოთლის ჩიფსს. შემდეგ ვათავსებთ ბატკნის ორ ნაჭერსა და ყურძნის მარინადს. გემრიელად მიირთვით!