ვარია ქინძის მარინადში
ვარია ქინძის მარინადში
დრო 180წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პილპილის მარცვლები - 2 ს.კ
  • ზეთი - 4 ს.კ.
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ქინძი - 2 კონა
  • ქათამი - 1 კგ
  • მარილი
  • ნივრის კბილი - 3
მომზადების წესები

ვარია 4-ად გავჭრათ. მარინადი რომ უკეთ შეიწოვოს, რამდენიმე ადგილას ღრმად ჩავჭრათ.

ქინძი, პილპილი, ნიორი და მარილი დავაქუცმაცოთ ბლენდერში. დავამატოთ ზეთი და ლიმონის წვენი.  წავუსვათ მარინადი ხორცს და მაცივარში შევინახოთ 2 საათი. შემდეგ დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე, მანამდე კი ღუმელი კარგად გავახუროთ 200 გრადუსზე.

ქათმის ნაჭრები მარინადიანადვე შევდოთ ღუმელში და შევწვათ დაახლოებით 50 წუთი

ტეგები:
ქათამი ქინძი ნანახია: 8770