პირველ რიგში, ვიწყებთ კრემის მომზადებას. ნაბიჯი1: კარაქისა და კრემ-ყველის მომზადება: ამოგვყავს კარაქი და ვუმატებთ კრემ-ყველს; ნაბიჯი 2: თეთრი ხახვისა და წითელი ყურძნის დაკარამელიზება: ვაკარამელიზებთ თეთრ ხახვსა და წითელ ყურძენს; (მიღებული სითხეს ვუმატებთ კრემს) ნაბიჯი3:წითელი და თეთრი ყურზნის მარინადის მომზადება: წითელ და თეთრ ყურძენს ვჭრით (ისე, რომ წიპწები არ გაჰყვეს) და ვამარინადებთ, გახეხილ ნიორთან და დაჭრილ ქინძთან ერთად. ნაბიჯი 4: ქიშმიშისა და წითელი ხახვის კარამელიზაცია: მეორე ტაფაზე ვიწყებთ ქიშმიშისა და წითელი ხახვის კარამელიზაციას; (ამ დაკარამელიზებულ მასას ვუმატებთ დაღერღილ წიწაკას „ერთი მწიკვი“). ნაბიჯი 5:შოტის პურის გამზადება. შოთის პურს ვჭრით თხელ სლაისებად. ( იმისთვის, რომ პური უფრო თხელი და მსხვრევადი გახდეს, ვპრესავთ). პურს ვუსვამთ გახეხილ ნიორსა და ზეითუნის ზეთს; (ვაცხობთ 180 *-ზე, 8-9 წთ.) ნაბიჯი 6: კერძისთვისს ბოლო დეტალების მომზადება ვჭრით ნიგოზს, ნუშს, ლაიმის ცედრას, ლიმონის ცედრას, ფორთოხლის ცედრას და ნაბიჯი 8: ვიწყებთ სერვირებას. სერვირება: სერვირებას ვიწყებთ შემდეგი თანმიმდევრობით: თეფშზე ვსვამთ კრემის 6 წერტილს. (2-ს სიგანაზე, 3-ს სიგრძეზე). დამანირადებულ ყურძენს, კარამელიზირებულ ხახვსა და ქიშმიშს ვაკეთებთ პირველ ფენად. ამეებს ზემოდან ედება პური (იმავეს ვიმეორებთ პურის ორივე ფენაზე). ზემოდან ვადებთ ქინძის მიკროს, ლაიმის, ლიმონის, ფორთოხლის ცედრით. (წვრილად, სიგრძეზე დაჭრილი), დაჭრილი და მოხალული ნიგოზი ზემოდან. გემრიელად მიირთვით!