მოსამზადებელი ინვენტარი: დიდი ტაფა ხის დაფა (3 ცალი საშუალო) რკინის ჯამები (სხვდასხვა ზომის, 9 ცალი) დიდი,ფართე ჭიქა (ზეთის გასაყინად, საყინულესი რომ არ გაიბზაროს, მყარი) პატარა ქვაბები (4 ცალი) სასწორი ბლენდერი (დასადგამი, არა ხელის) გადასაწური ბადე (ორი ცალი) კოვზი დანები კოვზი ხიზილალისთვის ნემსები შლანგი სადღვები ნაბიჯი1: ზეთის გაყინვა: ზეთს ვასხამთ ჭიქაში და ვდგამთ საყინულეში ნაბიჯი2: ყურძნის მასის მომზადება: ვიღებთ ყინულებს და ცივ წყალს, ჯამში ვდებთ შლანგს, ვრეცხავთ ყურძენს,ვაბლენდერებთ, ვრწყავთ (ვწონით), ვადუღებთ, ვაყრით აგარ-აგარს, ვაციებთ ოდნავ, ვასხამთ შლანგში და კოვზზე გადმოგვაქვს ხუსაზე. ნაბიჯი 3: ვხალავთ ნიგოზს. ნაბიჯი 4: ვჭრით ცოტა ლურჯ ყველს. ნაბიჯი 5 : ღვიძლის მოხრაკვა: ვაცხელებთ ტაფას, ვასუფთავებთ ღვიძლს, ვასხამთ წიპწის ზეთს, ვხრაკავთ ღვიძლს კარგად (ყველა მხრიდან), ვასხამთ ღვინოს და ვუწევთ გაზს. ნაბიჯი 6: რუკოლას მომზადება ამასობაში, ვიღებთ რუკოლას და ვაჭრით ძირს, (ვრეცხავთ, ვაშრობთ) ნაბიჯი 7: ღვიძლის შეკმაზვა: ყურძენს ვჭრით, ვაცლით წიპწებს,( ნახევარს ვინახავთ), ნახევარს ვაბლენდერებთ და წვენს ვწურავთ. ღვიძლს ვაყრით მარილს, პიკლპილს, ცოტა უცხო სუნელს და ქონდარს (ოდნავ მეტი). ვსინჯავთ, ვუშვრებით კარაქს. (ვიღებთ თეფშზე). ნაბიჯი8:ღვიძლის მოთავსება ყურძნის წვენში: ღვიძლის დარჩენილ მასაში, ტაფაზე ვასხამთ ყურძნის წვენსა და ცოცხალ ყურძენს. ნაბიჯი9: ვიწყებთ სერვირებას. სერვირება თავდაპირველად, რუკოლას ვუმატებთ ზეთს და ლიმონს ვდებთ თეფშზე, მერე ვდებთ ლურჯ ყველს ,სპაგეტს, ღვიძლსა და ნიგოზს. შემდეგ ვასხამთ ზეთს, ვაკეთებთ ხიზილალას და ვადებთ ბოლოს ზემოდან. გემრიელად მიირთვით!