ნაბიჯი1: ცომის მომზადება ვხსნით 4 ცალ კვერცხის გულს, ვურევთ (200 გრ.) გამდნარ შოკოლადს. (ვურევთ, რამდენსაც შეირევს. მას უნდა იყოს ძალიან მკვრივი) ვზელთ, დაახლოებით, 20 წუთი (ერთგვაროვანი და მაგარი ცომის მიღებამდე), ვაბრტყელებთ მაქსიმალურად თხლად და ვჭრით პასტის ფორმებზე. (დაახლოებით, 15 სმ სიგრძისა და 1 სმ სიგანის წვრილ ხაზებად), გადაგვაქვს მშრალ დაფაზე და ვასვენებთ ცომს. ნაბიჯი 2: სოუსის მომზადება ვბრაწავთ 4 ნაჭერ თხლად დაჭრილ ბეკონს, ვამატებთ წვრილად დაჭრილ და დაპრესილ ნიორს (1 კბილი), ვასხამთ ნაღებს (200 მლ), ვამატებთ მწიკვ მარილს და წამოვადუღებთ. ნაბიჯი3: კრემის მომზადება ვხარშავთ 2 ცალ სტაფილოს, ვჭრით რგოლებად, ვამატებთ მწიკვ მარილს, ვამატებთ ნაღებს (100 მლ) და ხელის ბლენდერით მიგვყავს კრემის მასამდე. შემდეგ ვატარებთ ძალიან წვრილ საწურში, რათა სტაფილოს არ გაჰყვეს მსხვილი ნაწილები. მასა უნდ იყოს ფაფუკი და ერთგვაროვანი. ნაბიჯი 4: ოხრახუშის სოუსის მომზადება ვიღებთ ნაღებს (150 მლ), ვაყრით მწიკვ მარილს. ნახევარ ტკბილ ნიორსა და ნახევარ კონა ოხრახუშის ფოთლებს ვაბლენდერებთ ხელის ბლენდერით და ვატარებთ წვრილ საწურში (რაიმე ზედმეტი რომ არ გაჰყვეს). ნაბიჯი 5: პასტის მოხარშვა ვადუღებთ წყალს, ვყრით ცოტა მარილს, ვყრით ჩვენ მიერ მომზადებულ პასტას, (ვხარშავთ 1-1’5 წთ.-ის) განმავლობაში, ვდებთ საწურზე და ვასხამთ ცივ წყალს. ნაბიჯი 6: მოხარშული პასტისა და ბეკონის სოუსის შერწყმა მოხარშულ პასტას ვყრით ნაღების ბეკონის სოუსში, ვაჩერებთ 2 წუთით და გადაგვაქვს თეფშზე. გვერდით ვუდებთ სტაფილოს კრემს, ოხრახუშის სოუსს და განსაკუთრებული არომატისთვის თავზე ვაყრით სულ ცოტა დაფქულ დარიჩინს. ნაბიჯი 7: სერვირება ვიღებთ მრგვალ ფორმას, ვდებთ თეფშზე. ფორმაში, ნელ-ნელა ვათავსებთ პასტას. ვაჩერებთ 1 წთ-ით, რომ პასტამ მყარი და მრგვალი ფორმა მიიღოს. შემდეგ ნელ-ნელა ვხსნით ფორმას. პასტას ზემოდან ვადებთ სოუსში დარჩენილ ბეკონის ნაჭრებს. კრემის ფორმაში ვასხამთ სტაფილოს კრემს და გადაგვაქვს თეფშზე (ისე, რომ პასტასა და სტაფილოს კრემს შორის იყოს დაახლოებით 3-4 სმ დაშორება). სასოუსეში ვასხამთ ოხრახუშის სოუსს და პასტასა და სტაფილოს კრემთან ერთად ვათავსებთ იმავე თეფშზე. გემრიელად მიირთვით!