ნაბიჯი 1: მაფინის ცომის მომზადება ფქვილს, კვერცხსა და ზეთს ვურევთ ერთმანეთში. მაფინის ფორმაში ვასხამთ ზეითუნის ზეთს და ვაცხელებთ ღუმელში. ცხელ ზეთში ვასხამთ 1,5 კოვზ ცომს და ვდგამთ ღუმელში 200 გრადუსზე (ვაჩერებთ, სანამ არ ამოვა და ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს). ნაბიჯი 2: ბეკონის მომზადება ბეკონს ვჭრით პატარა კუბიკებად და ვურევთ კრემ-ყველს, ვუმატებთ თქვენი გემოვნებით შერჩეულ მწვანილს. (მაგ.: ტარხუნა ან სხვა) ნაბიჯი 3: კვერცხის გულის მომზადება ვადუღებთ წყალს, ვუმატებთ ძმარს, ვურევთ კოვზით და ვტეხთ ერთ კვერცხს.კ ვერცხის გული უნდ აიყოს თხევადი (ამიტომ, ვტოვებთ, დაახლოებით, 30 წმ) შემდეგ ვიღებთ კვერცხს ქაღალდის ხელსახოცზე. ნაბიჯი 4: იორკშირ პუდინგის შიგთავსის მომზადება ბეკონსა და კრემ-ყველს ვათავსებთ იორკშირ პუდინგში, ზემოდან ვადებთ კვერცხს, ვაყრით მარილსა და პილპილს. ნაბიჯი 5: ბეკონისა და შოკოლადის მომზადება მთლიან ბეკონის ნაჭერს ვწვავთ თაფლსა და პაპრიკაში. ვალღობთ შოკოლადს წყალზე და ვუმატებთ წითელ, დაღერღილ წიწაკასა და დარიჩინს ნაბიჯი 6: კრემ-ყველის შეზავება ბლენდერში ვჭრით სტაფილოს, ნიორსა და ოხრახუშს ცოტა კრემ-ყველთან ერთად. ნაბიჯი 7:სერვირება სოუსს ვუსვამთ თეფშს და ზემოდან ვდებთ იორკშირ პუდინგს. ბოლოს ზემოდან ვასხამთ შოკოლადს. გემრიელად მიირთვით!