ნაბიჯი1: წვნიანის მომზადება ბლენდერში ვყრით გარჩეულ მარწყვს, ილს, ვუმატებთ ბალზამიკოს ძმარს და ვაბლენდერებთ. მარილს ვამატებთ გემოვნებით, მიღებული მასა გადაგვაქვს ჯამში და ვინახავთ მაცივარში გასაციებლად. ნაბიჯი 2: ბრუსკეტას მომზადება შოთის პურის ½ გავჭრათ ორ თხელ ნაწილად და შევდგათ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე.(5-7 წუთი, რათა მოიბრაწოს). ნაბიჯი 3:თხის კრემის მომზადება ვთქვეფთ კარაქსა და ნაღებს, ვამატებთ თხის ყველს და ვთქვეფთ კრემის მასის მიღებამდე. ნაბიჯი 4: ბარბარისის მურაბა ქვაბში ვყრით გარჩეულ ბარბარისს, ვუმატებთ შაქარს და ვდგამთ დაბალ ტემპერატურაზე (მიგვყავს მურაბის კონსისტენციამდე), ბოლოს ვუმატებთ ¼ ჩ.კ დაღერღილი წიწაკა. ნაბიჯი 5: სერვირება სერვირება: დაბრაწულ შოთის პურს ვუსვამთ თხის ყველის კრემს, შემდეგ ვასხამთ ბარბარისის ცხარე მურაბას და ვაფორმებთ ცოცხალი კენკრით. წვნიანი გადაგვაქვს წვნიანის თეფშზე, კოვზით ვიღებთ გაწურულ მაწონს და ვუდებთ შუა გულში. მიირთვით ცივი, გემრიელად!