ნაბიჯი 1:ბისკვიტის მომზადება ვფქვეფთ კვერცხს, ვუმატებთ შაქარს, ზეთს, ვანილს, დარიჩინს, გამაფხვიერებლს, ბოლოს ვუმატებთ გახეხილ სტაფილოს და ამ მასას ვასხამთ ყალიბში. (ვაცხობთ 20 წთ.) ნაბიჯი 2:ბეკონის გამოცხობა ტაფაზე ვშუშავთ ბეკონს, შემდეგ ვურევთ ფქვილსა და შაქარს. ვაცხობთ 10 წუთი გამოსაცხობ ქაღალდზე. გამომცხვარ ბეკონს ვაჩოპერებთ და ვინახავთ ცალკე. შემდეგ, ვიღებთ სტაფილოს ნამცხვარს, ვჭრით მრგვალ ფორმას და ვაციებთ. ნაბიჯი 3:კრემის მომზადება ქურაზე ვადუღებთ წყალს და ამ წყლის აბაზანაზე ვალღობთ შოკოლადს. კარაქს ვჭრით კუბიკებად, კრემ-ყველს, ვანილსა და შაქრის პუდრას მიქსერით ვურევთ (ერთიანი მასის მისაღებად), შემდეგ, ნახევარ მასას ვურევთ დამდნარ შოკოლადს, მეორე ნახევარი კი გადაქვაქვს ტომარაში და ვდებთ მაცივარში. ნაბიჯი 4:სტაფილოს მომზადება ზეთს ვდგამთ ცეცხლზე, ვთლით სტაფილოს (ისე, რომ თხელი ნაჭრები მივიღოთ) და ვწვავთ ცხელ ზეთში, (სანამ ოდნავ ფერს არ შეიცვლის) შემდეგ, ვიღებთ ხელსახოცზე დს ვაყრით მარილს. ნაბიჯი 5 სერვირება. სერვირება: თქვენი გემოვნებით შერჩეულ თეფშზე, ვდებთ გაჭრილ ნამცხვარს ნამცხვარს ვადებთ კრემს ტომარით და თავზე ვაფორმებთ ქრამბლით, სტაფილოთი და პიტნით, გვერდით ვყრით მიწას და ვადებთ შოკოლადის კუნელს, ჩიფსებით. გემრიელად მიირთვით!