შვრია დავფქვი, ბლენდერიც საკმარისი იყო, შევურიე ფქვილი, ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი, მუსკატის ფხვნილი, სოდა და ხელით მოვზილე. ფქვილი შეიძლება ოდნავ მეტი დაჭირდეს, მაგრამ მშრალი ცომი არ უნდა იყოს. გავაჩეროთ ცომი 30 წთ. დროის გასვლის შემდეგ გავაბრტყელოთ, მივცეთ სასურველი ფორმა. მე მოზრდილები მოვამზადე. გამოვაცხვე ღუმელში 200 გრადუსზე 8 წთ. გარედან ხრაშუნა და შიგნიდან ფუმფულა ორცხობილა გამოვიდა. გემრიელად მიირთვით! რეცეპტის ავტორი : ტატიანა კვეკვესკირი