ქათმის ფილე მოხარშეთ მარილწყალში,გააციეთ და დაჭერით კუბებად. მოხარშეთ კვერცხი მაგრად, ცილა დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხოლო გული მოსართავად შეინახეთ. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით კუბებად. გაითვალისწინეთ, უმჯობესია მწვანე ვაშლის გამოყენება. მანდარინი გაფრცქვენით და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი. სალათის ფოთლები დადეთ თეფშზე, მოათავსეთ მასზე სალათა და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული. გემრიელად მიირთვით!