ხახვი და ღვიძლი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. გააცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ და გააჩერეთ,სანამ მოითუშება. ამის შემდეგ დაუმატეთ მარილი და სუნელები. მოათავსეთ ხახვი და ღვიძლი საცხობ ფორმაზე და დაუმატეთ პომიდორი. დაჭერით მოცარელა საშუალო ზომის ნაჭრებად და ისიც საცხობ ფორმაში მოათავსეთ. მაგარი სახეობის ყველი გახეხეთ, ხოლო ნიორი დაჭერით წვრილად. საცხოფ ფორმაზე არსებულ მასას ზემოდან მოაყარეთ ნიორი და ყველი. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუს ტემპეტატურაზე. მიირთვით თბილი.