მოხარშეთ საქონლის ხორცი ან ფოლგაში გამოაცხვეთ - ასე უფრო წვნიანი იქნება. ნიგოზი დაჭერით წვრილად და მოხალეთ უცხიმო ტაფაზე. გახეხეთ 100გ ყველი, კვერცხი კი მოხარშეთ. მოემზადეთ სალათის დრესინგისთვის: დააბლენდერეთ 2 მოხარშული კვერცხი, მდოგვი, კარაქი, ლიმონის წვენი და არაჟანი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. ხორცი დაჭერით წვრილად, კვერცხი კუბებად, ანანასი კი პატარა ზომის ნაჭრებად. სალათის ასაწყობად დაგჭირდებათ 10 დიამეტრის სიგრძის თეფში. პირველი ფენა არის ხორცი, შემდეგი ფენა კი - ანანასი. სანამ შემდეგ ფენას დააწყობთ, მანამდე სალათს სოუსი გადაუსვით, შემდეგ კი დაუმატეთ ნიგოზი და კვერცხი, 1 ს/კ სოუსთან ერთად. შემდეგი ფენა არის გახეხილი ყველი სოუსთან ერთად. ამის შემდეგ კი ფენები იგივე თანმიმდევრობით უნდა დააწყოთ. როცა ბოლო ფენას დააწყობთ, სოუსი კარგად გადაუსვით და გააფორმეთ ყველით ყველა მხრიდან. რაც შეეხება პატარა თაგუნიებს, მათი მომზადება კვერცხით შეგიძლიათ, თვალები და ცხვირი ზეთისხილით უნდა გაუკეთოთ, ხოლო ყურები ყველით. გემრიელად მიირთვით!