ინდაური მოვხარშოთ. ქაფს რომ მოიყენებს, მოვქაფოთ. თავზე რა ცხიმსაც მოიყენებს, ცალკე გადმოვიღოთ თეფშზე. წვრილად დაჭრილი ხახვი (3–4 ცალი) ინდაურის ცხიმშივე მოვთუშოთ. ნიგოზი გავატაროთ. ყვითელ ყვავილს ბევრს ვუშვები. დავამატოთ ნიორი და ხმელი ქინძი, შემდეგ - ძალიან ცოტა მიხაკ–დარიჩინი. ამ ყველაფერს გაციებულ ბულიონს ნელ–ნელა ვამატებთ და ვხარშავთ. განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, რომ ნიგოზმა არ მიიკრას. რომ წამოდუღდება, ძმარი დავუმატოთ. დედაჩემი არ იზარებდა და მოხარშულ ინდაურს სულ ოდნავ ბრაწავდა ტაფაზე, უგემრიელესი გამოდიოდა.