გარეცხეთ ხორცი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გაფრცქვენით ხახვი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. დაჭრილი ხორცი გადაიტანეთ ღრმა თასში, დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, სახამებელი, პილპილი და მარილი. საბოლოოდ დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და აურიეთ კარგად. ეს მასა შეწვით ტაფაზე, როგორც კი ყავისფრად შეიფერება, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც ზედაპირზე ფოლგა ექნება. დაჭერით პომიდორი მრგვალად. ღუმელი გაახურეთ, ყველი კი კარგად გახეხეთ. წინასწარ გამზადებულ მასას მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზემოდან კი პომიდორი დაადეთ. დაბრაწეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე, 20-25 წუთის განმავლობაში. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!