ქლიავს ამოვაცალოთ კურკა. კურკის ნაცვლად შეგვიძია ნუში ან ნიგოზი ჩავუდოთ. ქვაბში ჩავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ 5 წუთით. ჩავამატოთ შაქარი და ვანილი, ვადუღოთ ისევ 5 წუთი, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. ჩავამატოთ ქლიავი, წამოვადუღოთ და შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 5 წუთი. ცხელივე ჩავასხათ სუფთა ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახური.