თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ სხვა ინგრედიენტებიც, ფქვილს ვამატებთ ეტაპობრივად, დაგჭირდებათ 500-600 გრამი. ცომი უნდა იყოს ფაფუკი, დავაყოვნოთ სანამ ამოფუვდება. ამასობაში, ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ რძე და ავურიოთ, შემდეგ ცომს მივცეთ ნავისებური ფორმა, გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე. გამოცხობამდე 3 წუთით ადრე,მოვათავსოთ კვერცხის გული. გემრიელად მიირთვით!