4კვერცხის გული და 200გრ შაქარი გავთქვიფე, დავუმატე 200გრ გამდნარი კარაქი, 200გრ არაჟანს დავუმატე, 1ჩ/კ სოდა, რომ ამოფუვდა დავუმატე მასას, და გადავურიე კარგად, ვუმატებთ 800გრ ფქვილს, შეიძლება მეტი დაგჭირდეთ ან ნაკლები, აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს გასაბრტყელებელი, გავყავი 4ნაწილად, საცხობი ფორმა 24სმ ცალკე მოვამზადე მოხარშული კრემი: 500მლ რძე შევათბე, გადავურიე ერთმანეთს 200გრ შაქარი და 4 ს/კ ფქვილი, ასევე ერთი კვერცხის გული, და წამოვადუღე, გავაცივე ოთახის ტემპერატურაზე, შევათქვიფე 100გრ კარაქი. ასევე მოვამზადე, მოხარშული ბეზეს კრემი, რისთვისაც 8კვერცხის ცილა გავთქვიფე, დავუმატე მწიკვი მარილი და ლიმონმჟავა,ცალკე მოვადუღე სიროფი, ქვაბში მოვათავსე 400გრ შაქარი და 80მლ წყალი, წამოვადუღე და ათქვეფილ კვერცხის ცილას დავუმატე, ეტაპობრივად, ვთქვიფე დაახლოებით 7-8 წთ. გამოვიყენე ვაშლი 4ც და ბანანი 2ც, გავხეხე ვაშლი და გავწურე კარგად, დავუმატე 1ჩ/კ ლიმონის წვენი პირველ ფენას წავუსვი, მოხარშული კრემი, რომელზეც გადავანაწილე ბანანი, მეორე ფენას ჯერ გახეხილი ვაშლი და შემდეგ ბეზეს კრემი, მესამე ფენას ბეზეს კრემი და მოვაყარე ქოქოსის ფანტელი, მეოთხე ფენას , ბეზეს კრემი ისევ და მინანქარი მოვასხი. მინანქარი : 4ს/კ კაკაო, 3ს/კ რძე, 100გრ შაქარი და 50 გრ კარაქი, წამოვადუღე მოცემული ინგრედიენტები და ბოლოს დავუმატე კარაქი. მინდა გითხრათ მართლაც უგემრიელესია და ჰაეროვანი