კარაქი ჩავახეხოთ ფქვილში და ერთმანეთში შევაზილოთ. ცალკე ჯამში მოვათავსოთ ერთი მთლიანი კვერცხი და ერთი კკვერცხის გული. დავუმატოთ არაჟანი კვერცხს და ავთქვიფოთ. ფქვილს დავუმატოთ 1ჩკ მარილი და 1/3 ჩკ სოდა. არაჟანისა და კვერცხის მასა დავუმატოთ ფქვილს და მოვზილოთ ცომი. ცომი ჯამში მოვათავსოთ, სამზარეულოს ცელოფანი გადავაკრათ და 20 წუთით შევდოთ მაცივარში. მოხარშული კვერცხი დავჭრათ რგოლებად. ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ სასურველი ზომის რგოლები. მათზე მოვათავსოთ ყველი, მოხარშული კვერცხის ორი ნაჭერი და გადავკეცოთ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15-20 წუთით. გამომცხვარ ღვეზელს თავზე გადავუსვათ კარაქი. გემრიელად მიირთვით!