ხორცი და ძეხვი დაჭერით ერთი ზომის ნაჭრებად. ღორის და ქათმის ხორცი დაბრაწეთ, ბოლოს კი დაუმატეთ ძეხვი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ პაპრიკა, კარგად აურიეთ და ცხელი წყალი ისე, რომ მასა კარგად დაიფაროს. თავზე დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 1,5 საათი. კარტოფილი დაჭერით , ხორცი ამოიღეთ ბულიონიდან და ჩაყარეთ კარტოფილი. გააჩერეთ 5 წუთი. დაუამტეთ მარილი, კვლიავი, კომბოსტო და გააჩერეთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. დააბრუნეთ ხორცი წვნიანში და აადუღეთ.