ადღვიბეთ კვერცხის ცილა კარგად და დაუმატეთ გახეხილი ყველი და ფქვილი. ეს მასა კარგად აურიეთ, რათა მიიღოთ წებოვანი ცომი. ამ მასისგან გააკეთეთ რგოლები. ეს რგოლები ამოავლეთ სიმინდის ფქვილში, რათა დაკარგოს წებოვნება. რგოლები უნდა შეწვათ ტაფაზე, ბევრ ცხიმში. თეფშზე დადეთ ქაღალდი და მასზე მოათავსეთ დაბრაწული რგოლები, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.