მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააციეთ, კანი გააცალეთ და დაჭერით 5-6 მმ სისქსის ნაჭრებად. შემდეგ მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და დაჭერით 5-6 ნაჭრად. დაჭერით ძეხვი თხელ ნაჭრებად. დაჭერით ხახვი რგოლება, მოათავსეთ ტაფაზე, დააყარეთ პაპრიკა და მოთუშეთ 3-4 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და აურიეთ კარგად. საცხობი ფორმის ზედაპირზე წაუსვით ცხიმი და დაიწყეთ კერძის აწყობა : ჯერ კარტოფილი ( დამარილებული და წიწაკამოყრილი), კვერცხი და ძეხვი. ამის შემდეგ არაჟნის დრესინგი, ისევ კარტოფილი, არაჟანი და ზემოდან გახეხილი ყველი. თავი დაახურეთ და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, თავსახურის გარეშე გააჩერეთ 10 წუთი, სანამ კარგად არ დაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!