ქათმის ხორცს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ამოვურიოთ და შევწვათ კარგად გახურებულ ტაფაზე 2 სკ მცენარეულ ცხიმში. ხორცი თითქმის რომ შეიწვება, დავუმატოთ ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. ბოსტნეული რომ მოითუშება, დავამატოთ ტომატპასტა და კარგად ამოვურიოთ. სანამ ხორცი და ბოსტნეული ითუშება, მოვამზადოთ კარტოფილი. 4 კარტოფილი დავჭრათ და შევწვათ 2 სკ მცენარეულ ზეთში. შემწვარი კარტოფილი დავუმატოთ ხორცისა და ბოსტნეულის მასას. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, კვლიავი, ნიორი და წყალი. ბოლოს ვამატებთ ტკბილ პაპრიკას და ვაჩერებთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ინგრედიენტები კარგად არ შეერევა ერთმანეთს. უგემრიელესი და უმარტივესი კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!