დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება: მიქსერით ადღვიბეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი და განაგრძეთ დღვება. ეტაპობრივად უმატებთ კვერცხს და აგრძელებთ მიქსერით ადღვებას. მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შოკოლადი და დაუმატეთ ამ მასას.ურიეთ, რათა ეს ორი მასა კარგად შეერთდეს. დაუმატეთ გახეხილი ნიგოზი და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ( 25 X 30 სმ). გაითვალისწინეთ, საცხობ ფორმაზე ჯობს, რომ გადააფაროთ პერგამენტის ქაღალდი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. ახლა კი გავაგრძელოთ რძიანი შოკოლადის მუსის მომზადება: გამდნარი ნაღები და შოკოლადი (300გ / 300 გ) აურიეთ ისე, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. შედგით მაცივარში 1 საათით, გამოიღეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნაღები ( არაგამდნარი) და მიქსერით ადღვიბეთ. მიიყვანეთ კრემის კონსისტენციამდე. ეს მუსი გადაუსვით უკვე გამომცხვარ ბისკვიტს და შედგით მაცივარში 1 საათით. მასკარპონეს მუსი: გამდნარი, ცხელი ნაღები დაუმატეთ წვრილად დაჭრილ თეთრ შოკოლადს, აურიეთ, ოდნავ გააგრილეთ და დაუმატეთ მასკარპონე - ადღვიბეთ მიქსერით. დაუმატეთ ყავა და მუსი მზადაა. ეს მუსიც უნდა გადაუსვათ ბისკვიტს და კვლავ შედგათ მაცივარში 1 საათით. კრემი ნაღებითა და შოკოლადით: აქაც, როგორც წინა შემთხვევებში, გამდნარ ნაღებს ვუმატებთ შოკოლადს, ვურევთ და ვუმატებთ ყავას. ამ მასას ბისკვიტზე ვათავსებთ, ეს არის ბოლო ფენა, ამიტომ მაცივარში უნდა შევდგათ და მივირთვათ 8 საათით. გემრიელად მიირთვით!