ატმის არომატული მურაბა
ატმის არომატული მურაბა
დრო 40წთ
ულუფა 800
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ატამი - 1 კგ
  • შაქარი - 1 კგ
  • ბადიანი - 2-3 ვარსკვლავი
  • ვარდისფერი პილპილი - 2 ჩ.კ
  • ლიმონის ცედრა და წვენი
მომზადების წესები

ატმებს ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.

ქვაბში მოვათავსოთ პილპილი, ბადიანი, 1  ლიმონის ცედრა და წვენი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. 5 წუთიანი დუღილის შემდეგ ჩავამატოთ შაქარი და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ.

ჩავამატოთ დაჭრილი ატამი, წამოდუღების შემდეგ 5 წუთი ვხარშოთ, ჩავასხათ ქილებში და მჭიდროდ დავაფაროთ თავზე.

ტეგები:
ლიმონი ატამი ბადიანი ნანახია: 17169