მოვხარშოთ კარტოფილი, გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვლად. ავიღოთ ცეცხლგამძლე ფორმა და ერთ ფენად დავალაგოთ დაჭრილი კარტოფილი. ფარში შევწვათ ტაფაზე, დავუმატოთ მარილი და პილპილი. გადავანაწილოთ კარტოფილზე. ფარშზე ფრთხილად გადავანაწილოთ არაჟანი და მოვაყაროთ ორეგანო. პამიდორი დავჭრათ მრგვლად და გადავანაწილოთ საცხობ ფორმაში, ხორცისა და არაჟნის ფენაზე. ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით. გამზადებულ კერძს თავზე მოვაყაროთ ცოცხალი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!