დაჭერით დაახლოებით 3-4 კიტრი მრგვალად. იმისათვის, რომ წვენისგან მაქსიმალურად გამოათავისუფლოთ, მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე და ზემოდანაც ხელსახოცი გადააფარეთ. თასში მოათავსეთ კეფირი, კვერცხი, მარილი, დაფქული წიწაკა, პილპილი, სასურველი სუნელები ( უმჯობესია იტალიური სუნელი) და გამაფხვიერებელი - ადღვიბეთ კარგად, რათა ერთიანი მასა მიიღოთ. ქვაბი შემოდგით ცეცხლზე და ჩაასხით დიდი რაოდენობით ზეთი. კიტრი ამოავლეთ თქვენ მიერ უკვე მომზადებულ მასაში, ჩაყარეთ ქვაბში და დაბრაწეთ. სოუსის მოსამზადებლად ინგრედიენტები უბრალოდ უნდა დააბლენდეროთ. გემრიელად მიირთვით!