ხახვი დაჭერით კუბებად, ნიორი - წვრილად და მოთუშეთ. დაამატეთ ფარში და კარგად ამოურიეთ. თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. სანამ ხორცი ითუშება, დაამატეთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი. გააგრძელეთ თუშვა, სანამ ხორცი კარგად არ შეიწვება (დაახლოებით, 10 წუთი). მზა ბლინში მოათავსეთ 1 სკ ხორცი და ყველი (იდეალური იქნება მოცარელას ჩხირებით). გადაახვიეთ სტანდარტულად. აიღეთ ცეცხლგამძლე ფორმა (ზომით 12 X 7 სმ) და მოათავსეთ ოთხივე ბლინი. ბლინები გაჭერით შუაში და მოათავსეთ კვერცხის გულები. ბოლოს მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!