ჯამში ჩაასხით რძე, თბილი წყალი, ზეთი. დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა, მარილი, შაქარი და საფუარი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ 20 წუთით. მიღებული ცომი გაყავით 6 ტოლ ნაწილად. გააბრტყელეთ თანაბარ ნაწილებად. თითოეულს წაუსვით დამდნარი კარაქი და ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ. დააყოვნეთ 20 წუთით. მიღებული მასა გააბრტყელეთ (ისე, რომ ერთმანეთზე კარაქით შეწებებული ცომი არ დაიშალოს) და დაჭერით 8 ნაწილად. თითოეულში მოათავსეთ შოკოლადი (ორი-სამი დანაყოფი) და გადაახვიეთ. ყველა ნაწილი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ 10 წუთით. კვერცხის გული გადაუსვით ყველა ნაწილს და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში (ღუმელს გააჩნია. თუ ამ დროში არ გამოცხვა, 10 წუთით გააგრძელეთ ცხობა). გემრიელად მიირთვით!