კარაქი და კვერცხი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ არაჟანი და შედედებული რძე, გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს შეათქვიფეთ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთში შეურიეთ კაკაო და ორივე ბისკვიტი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთით. მოამზადეთ კრემი: ერთმანეთს შერიეთ არაჟანი და შაქარი და კარგად გათქვიფეთ. მიღებული ბისკვიტები გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთ ფენაზე გადაანაწილეთ კრემი, შემდეგ მეორეზე და ა.შ. თეთრი და ყავისფერი ფირფიტა შეუნაცვლეთ ერთმანეთს. კრემი გვერდებზეც გადაანაწილეთ (შეგიძლიათ, გვერდებზე დაფშვნილი ორცხობილა ან გახეხილი შოკოლადიც გადაანაწილოთ). გემრიელად მიირთვით!