მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი. კარგად ათქვიფეთ. პურის ნაჭრები (ტაფის ზომის შესაბამისად) ამოავლეთ კვერცხის მასაში და ისე დააწყვეთ ტაფაზე, რომ მთელი ზედაპირი შეივსოს. მორჩენილი კვერცხი თავზე გადაასხით პურის ნაჭრებს. ტაფას თავი დააფარეთ და დაელოდეთ, სანამ ძირი არ მოუშუშდება. შემდეგ ამოატრიალეთ, თავზე მოაყარეთ ხახვი და ყველი. კვლავ დაახურეთ ტაფას თავი. ყველი რომ გადნება, მზად არის. გემრიელად მიირთვით!